საერთაშორისო კორპორაცია მრავალი თაობის სასარგებლოდ

  • Thermex-ის ფილოსოფია
    ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველგყოთ ცხელი წყლის საიმედო, ავტონომიური და ეკოლოგიურად სუფთა წყარო როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამრეწველო საჭიროებებისთვის. ჩვენ არა მხოლოდ ვამზადებთ მოწინავე ტექნოლოგიებს, არამედ გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს.
  • ჩვენი ღირებულებები
    ჩვენ ვავსებთ თქვენს სახლებს სითბოთი და კომფორტით. ჩვენ გეხმარებით გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და გთავაზობთ პიროვნული თავისუფლებისა და კომფორტის უფრო მაღალ დონეს. ჩვენ ვავითარებთ ახალ პროდუქტებს, ვამზადებთ, ვეხმარებით სწორი პროდუქტის შერჩევაში, მიწოდებაში, ინსტალაციაში, საგარანტიო მომსახურებასა და მხარდაჭერაში.
თერმექსის განვითარების ისტორია
1949
იტალია, თერმექსის ქრონიკების დასაწყისი
1995
მიღწეულია 1 000 000 ნიშნული მინანქრის (ემალის) საფარიანი წყლის ელექტრო გამაცხელებლების წარმოებაში
2007
სრულად ავტომატიზირებული წარმოების ციკლის დანერგვა და განვითარება
2010
უჯანგავი ფოლადის ავზის მქონე წყლის ელექტრო გამაცხელებლების წარმოების დაწყება
2016
ქარხნის გახსნა თურქეთში - 2 000 000 წყლის გამაცხელებლის წარმოება წელიწადში
2017
ჩინეთში კვლევითი და განვითარების ცენტრის გახსნა
2018
თურქეთში გაზის ტექნიკის წარმოების დაწყება
2020
გეოთერმული ნასოსების წარმოების დაწყება
2022
ჩილერების წარმოების დაწყება
2024
თერმექსის 75 წლის იუბილე

თერმექსის 75 წლის იუბილე

Thermex არის გათბობის, გაგრილებისა და ჰაერის დამუშავების გადაწყვეტილებების გლობალური ლიდერი, რომელიც ინოვაციურ პროდუქტებს სთავაზობს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტებისთვის. სათაო ოფისით იტალიაში, კომპანია აერთიანებს ევროპულ ხარისხის სტანდარტებს და უახლეს ტექნოლოგიებს, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებლის მრავალფეროვანი საჭიროებები მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.
ჩვენი მიღწევები
  • 2.7 მილიონი ერთ.

    პროდუქციის წლიური წარმოება

  • 2000 დასაქმებული

    თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით

  • 60 ქვეყანა

    სავაჭრო ქსელში

ქარხნები
  • დსთ-ს ქარხანა
    ქარხანა მოიცავს შთამბეჭდავ 60,000 კვადრატულ მეტრ ფართობს და ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ წყლის გამაცხელებელს აწარმოებს, რაც მას ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს საწარმოდ აქცევს.
    წარმოების პროცესის 90%-ზე მეტი ავტომატიზებულია, რის შედეგადაც ქარხანა აღწევს საოცარ წარმადობას: ერთი წყლის გამაცხელებელი ყოველ 15 წამში.
  • ჩინეთის ქარხანა
    2017 წლის ივლისში, Thermex Heating Technology-მ, Thermex-ის საკუთრებაში არსებულმა ჩინურმა ქარხანამ, ოპერირება დაიწყო.
    ქარხანამ დააარსა გლობალური კვლევისა და განვითარების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამეცნიერო და ექსპერიმენტული დიზაინის შესაძლებლობებით, ასევე, უმაღლესი დონის ლაბორატორიული აღჭურვილობით
  • თურქეთის ქარხანა
    2019 წელს თურქეთში Thermex-ის ახალი ქარხანა ამოქმედდა. საწარმო მოიცავს 3000 კვადრატულ მეტრ სრულად დახურულ და 1500 კვადრატულ მეტრ ღია სივრცეს.
    იზმირში მდებარე ქარხანა სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას, ეგეოსის ზღვასთან ახლოს, მდებარეობს და უზრუნველყოფს ყველა სატრანსპორტო მარშრუტზე მოხერხებულ წვდომას.
    საწარმოს ასევე აქვს ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ტესტირებისა და კვლევის ხელსაწყოებით.