ისტორია


     კორპორაცია თერმექსი არის საერთაშორისო სავაჭრო და სამრეწველო ჰოლდინგური კომპანია, რომელიც არის ლიდერი წყლის გამაცხელებლების და ცენტრალური გათბობის სისტემის კომპონენტების წარმოების დარგში.
თერმექსის ისტორია 1949 წელს, იტალის პატარა ქალაქ პრატოში დაიწყო, სადაც ახალგაზრდა ნიჭიერი ინჟინერი, ლორენცო ვასკო მამის ქარხანაში წყლის დაგროვებითი გამაცხელებლების წარმოებას იწყებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი იტალიისთვის არის საკმაოდ მძიმე. ქვეყანაში არის კრიზისი და ყველანაირი პროდუქციის დეფიციტი, თითქმის არ არსებობს წარმოება. სწორედ ამ დროს ლორენცო ვასკო იღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს წყლის გამაცხელებლების მასიური წარმოება, რაც იტალიის, როგორც მომავალში ერთ-ერთიი მსხვილი ინდუსტრიული ქვეყნის ჩამოყალიბების საწინდარი ხდება. თანდათანობით კომპანიის წარმოებული პროდუქცია, იწყებს ჯერ იტალიის, ხოლო შემდგომში სრულიად ევროპის და მსოფლიოს დაპყრობას.
1980 წელი, თერმექსის ინოვაციური პროდუქტი – მსოფლიოში პირველი წყლის გამაცხელებელი, რომელიც დაფარულია უნიკალური მინა-ფაიფურის ბოჭკოთი, რაც კორპორაციის ახალი სავიზიტო ბარათი ხდება. ცხელი წყლის და ცენტრალური გათბობის კომპონენტების ბაზრის დინამიური ზრდა, ხელს უწყობს კორპორაციას შექმნას ახალი ხაზი მის წარმოებაში – გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის ქვაბები.

 

თერმექსი დღეს


     დღეს, კორპორაცია თემრმექსი, ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ცხელი წყლის და ცენტრალური გათბობის სისტემების კომპონენტების წარმოებაში.
კორპორაცია გაყიდვებს ახორციელებს 70-ზე მეტ ქვეყანაში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ყავს 2000-ზე მეტი ადამიანი, ფლობს 600-ზე მეტ სერვის ცენტრს, ყავს 100-ზე მეტი ოფიციალური წარმომადგენლობა და წელიწადში უშვებს 2 მილიონზე მეტ პროდუქტს 6 საერთაშორისო ბრენდის დასახელებით (ცხელი წყლის გამაცხელებლები, ცენტრალური გათბობის ქვაბები, კონვექტორები, რადიატორები და სხვა).

 

თერმექსი საქართველოში


     საქართველოში, კორპორაცია თერმექსის შვილობილი კომპანია და ოფიციალური წარმომადგენელი არის შპს გარანტერმ-თერგი, რომელიც 2008 წლიდან ახორციელებს კორპორაციის სხვადასხვა პროდუქტის იმპორტს, რეალიზაციას და სერვისს. ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან გაგიწიოთ პროფესიონალური მომსახურება და სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ჩვენი მისია


     ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის წარმოება, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე კაცობრიობის საჭიროებას.